კომპიუტერის და მით უმეტეს, ტელევიზორის გარეშე თანამედროვე ოჯახის არსებობა წარმოუდგენელია. უსაფრთხოა თუ არა ეს მოწყობილობები ბავშვებისთვის და რა ზიანი შეიძლება მიაყენონ მათ? ამ საკითხის ყურადღებით შესწავლა ნამდვილად ღირს, რადგან თანამედროვე სასწავლო პროგრამა ოფიციალურად ავალდებულებს მოსწავლეს, რომ პირველი კლასიდანვე იმუშაოს კომპიუტერთან. მოზრდილ კლასებშიც დამატებითი ინფორმაციის მოძებნას სწორედ კომპიუტერის საშუალებით სთხოვენ (რაც არ უნდა საოცარი იყოს, მასწავლებლები თითქმის არასდროს ითხოვენ დამატებითი მასალის წიგნებში მოძიებას). სამაგიეროდ, რაც არ უნდა საპატიო მიზეზით დასვა ბავშვი კომპიუტერთან, ისინი ამ შანსს ძირითადად სათამაშოდ იყენებენ. ძალიან ბევრ ოჯახში ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან საქმე ხშირად კომპიუტერულ დამოკიდებულამდე მიდის.
შედარებით მკაცრი მშობლები ამ პრობლემას საკმაოდ უხეში ფორმებით ებრძვიან. ვერც გაამტყუნებ, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას ხომ ხშირად სასტიკ ჩვევებამდე მივყავართ. აგრესიულობა, ნევროზულობა, დათმობაზე წასვლის უნარის გაქრობა, სიჯიუტე - ეს ყველაფერი ხშირად ონლაინთამაშების გავლენაა. შორს წასულ პრობლემას კი განვითარების შეფერხება და ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვება. მაგალითად სქოლიოზი, მხედველობის დაქვეითება, ნევროლოგიური დაავადებებიდან შაკიკი, შიშები და გონებრივი განვითარების შეფერხება.
როგორ ვებმებით მახეში
თავიდან, როცა ბავშვს ახალი ათვისებული აქვს კომპიუტერი და საკმაოდ რთულ და დაძაბულ თამაშებს ართმევს თავს, შეამჩნევთ, რომ თითქოს დაკვირვების და გონების კონცენტრაციის უნარი განუვითარდა. სამწუხაროდ, ეს დადებითი მომენტი მარტივად გადადის კომპიუტერულ დამოკიდებულებაში.
რატომ ხდება ასე? ადამიანი ბუნება ისეა მოწყობილი, რომ სიძნელეების გადალახვა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევა ძალიან იზიდავს. ელექტრონული თამაშების შემქმნელები ამით კარგად სარგებლობენ და ცდილობენ, ისეთი თამაშები შექმნან, რომელიც მეტ და მეტ ადამიანს რაც შეიძლება ღრმად ჩაითრევს ვირტუალურ სამყაროში. დიდებისთვის დაგებულ ამ მახეში ბავშვები უფრო ძლიერად ებმებიან და პრობლემები მალევე იწყება: უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ეზოში ძალითაც რომ ჩაიყვანოთ, არ იციან რაზე დაელაპარაკონ დანარჩენებს, ასეთი ბავშვები ვერ გრძნობენ რეალური სამყაროს ხიბლს, რადგან ყველაზე ლაღად თავს კიბერნეტიკულ სამყაროში გრძნობენ.
იხილეთ სრულად