"პატრონი გაგიჟდა" - როგორი სეილები იციან საქართველოში

"პატრონი გაგიჟდა" - როგორი სეილები იციან საქართველოში

ჩვენთან ფასდაკლება ცხადდება საქონელზე, რომელიც აღარ არის მიმზიდველი ან წუნდებულია...

ქალაქში მაღაზიის ვიტრინები თვალში საცემი წარწერებით არის აჭრელებული, - ზოგი საქონელზე გრანდიოზულ ფასდაკლებას აცხადებს, ზოგიც ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ლიკვიდაცია სიტყვასიტყვით ვინმეს ან რამის მოსპობას ნიშნავს, სამეწარმეო საქმიანობაში კი საქმის შეწყვეტის, გაუქმების, დახურვის მანიშნებელია. ლოგიკურია, რომ მაღაზიის ვიტრინებზე გამოკრული ამ წარწერის წაკითხვის შემდეგ, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თბილისში მაღაზიები იხურება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია მომხმარებლის მისაზიდად და სავაჭრო ობიექტის მესვეურებმა არ დააკონკრეტეს, რომ საზაფხულო კოლექციის შემორჩენილი პროდუქციის ლიკვიდაცია ცხადდება.

იმას, რასაც ჩვენთან "ლიკვიდაციას" ეძახიან, უცხოეთში გრანდიოზული სეილები ჰქვია, სადაც მომხმარებელს დიდი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს ხარისხიანი პროდუქცია. იქ, სადაც რიტეილი უფრო განვითარებულია, მეტად მრავალფეროვან და მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პირობებს შეხვდებით: ყველაფერი 1 დოლარად ან 50 ცენტად, ორი ერთის ფასად და ა.შ. სეილები ევროპაში ერთ-ერთი "ცხელი" მოვლენაა და მომხმარებელი ლამის მთელი წლის განმავლობაში ელოდება ფასდაკლების გამოცხადებას ამა თუ იმ საქონელზე. საქართველოსგან განსხვავებით ევროპაში გრანდიოზული ფასდაკლებები მხოლოდ რამდენიმე დღით ცხადდება. ამ დროს ევროპის დიდი ქალაქები მთლიანად იცვლება: მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, მილიონობით ტურისტი ჩადის საგანგებოდ ამ მოვლენისთვის და ბუტიკებთან ხალხმრავალი რიგები დგას.

ქართველი რიტეილერების მონდომების მიუხედავად, ჩვენთან სეილებზე მაღაზიები მაინც ნახევრად ცარიელია. მაღაზიის მეპატრონეები ამის მიზეზად მოსახლეობის სიდუხჭირეს ასახელებენ. მომხმარებელი კი ჩივის, რომ ჩვენთან ფსევდოსეილები ცხადდება და პროდუქცია მაინც ძვირი ღირს. არადა, მაღაზიები ძალ-ღონესა და ფანტაზიას არ იშურებენ და კლიენტის მოსაზიდად ვიტრინებზე მეტად უცნაურ წარწერებსაც კი ტოვებენ: "პატრონი გაგიჟდა", "100%-იანი ფასდაკლება" და ა.შ.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნესკონსალტინგის" ექსპერტი: "სეილები ერთ-ერთი აქტუალური მარკეტინგული ხერხია, რითაც ამ ბიზნესში გაყიდვების სტიმულირება ხდება. იყო პერიოდი, როცა საქართველოში სამოსის მაღაზიები 100%-იან მოგების მარჟაზეც (სხვაობა ფასსა და თვითღირებულებას შორის) კი მუშაობდნენ, ამიტომ 70%-იანი სეილიც რომ გამოეცხადებინათ, ბუნებრივია, 300%-იანი მოგება მაინც დარჩებოდათ. დარწმუნებული ვარ, ახლა მოგების მარჟა შემცირებულია, თუნდაც გაზრდილი კონკურენციის გამო.

კომპანია, რომელიც პროდუქციაზე 70-80%-იან სეილს აცხადებს, ორ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს მოგებული: თუ პროდუქციაზე იმდენად მაღალი ფასნამატი აქვს, რომ 80%-ის გამოკლების მიუხედავად, მაინც რჩება მოგება ან კონკრეტული კოლექცია თითქმის სრულად გაყიდა და ყოველი დამატებითი გაყიდვა, რა ფასადაც უნდა გაყიდოს, მაინც მოგებაში ეთვლება. ძირითადად, ასეთი ფასდაკლებები უცხოეთში ცხადდება, ამიტომაც ღირს იქ სეილზე პროდუქცია იაფი, ჩვენთან კი მეტწილად პირველი სქემა მუშაობს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია