პრემიერმა აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობა შესთავაზა

პრემიერმა აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობა შესთავაზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციიდან მიმართა.

"ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს - აფხაზებს და ოსებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით - იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა