გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები "უკანონოდ" ითვლება

გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები "უკანონოდ" ითვლება

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ითვლება.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბევრი მათგანი, ვინც ცხოვრობს გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქეა.

"საქმე ეხება 25-26 ათას ადამიანს - ამ კატეგორიას არ აქვს უფლება, მისცეს ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში, სანამ არ მოიხსნება ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ძალიან უხეშ დარღვევებს პასპორტების გაცემის პროცესში", – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისივ ინფორმაციით, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე აფხაზური ე.წ. პასპორტები კანონდარღვევით აიღო, ისე, რომ ამავდროულად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას, აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ.

"ამ ხალხმა ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზური სახელმწიფო, მაგრამ მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენს კანონებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს", - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისივე აზრით, ნამდვილად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც გაცემულ იქნა ადგილობრივ ადმინისტრაციებთან უკანონო კომისიების შექმნამდე. ამასთან, იგი არ იზიარებს დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნებიდან მხოლოდ 1 180 ადამიანი მოიხსნა, რომელთა დოკუმენტები ბათილად იქნა ცნობილი.

"თუ ჩვენ ვითხოვდით სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ გამოესწორებინა პასპორტების უკანონოდ გაცემასთან დაკავშირებული სიტუაცია, ეს არ გააკეთა და მოხდა ის, რაც მოხდა, ბატალ ტაბაღუას მითუმეტეს უნდა ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ საუბრები არ არის. ეს მოთხოვნა შესაბამისობაშია საკანონმდებლო სტრუქტურასთან. თუ საჭირო იქნება კანონების მიღება, მივიღებთ და სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძულებული იქნება, იმოქმედოს იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნება ამ კატეგორიის ხალხთან მიმართებაში", - განაცხადა ხაჯიმბამ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?