დარიალში დღეს დროებითი გზა გაიხსნება

დარიალში დღეს დროებითი გზა გაიხსნება

დარიალში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ,დარიალის ხეობაში უკვე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს ადევნებს თვალს.

დროებითი გზის გახსნა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგადაც დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან 2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალი ჩამოწვა.

გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, სტიქიის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს.

დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.

ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია