რას ყვებიან ჩაცხრილული "სტარიჩოკას" ოჯახის წევრები - "პოლიციას რამდენჯერმე აცნობა, რომ მოსაკლავად დასდევდნენ"

რას ყვებიან ჩაცხრილული "სტარიჩოკას" ოჯახის წევრები - "პოლიციას რამდენჯერმე აცნობა, რომ მოსაკლავად დასდევდნენ"

წუხელ გვიან ღამით თელავის ცენტრში მოკლული არჩილ მაისურაძის ახლობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ მკვლელობამდე მაისურაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართა და აცნობა, რომ მას კონკრეტული პირი მოსაკლავად დასდევდა.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოკლულის ოჯახის წევრებმაც დაუდასტურეს. მათივე თქმით, პოლიციას არჩილ მაისურაძის განცხადებებზე რეაგირება არ მოუხდენია.

ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დააკავა, თუმცა შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ