გიგა ბოკერია - ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიუთითეს, რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა

გიგა ბოკერია - ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიუთითეს, რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიუთითეს იმისკენ, თუ რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა. ასე შეაფასა ბოკერიამ სამეგრელოს რეგიონში არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და დილით ანაკლიაში, 32-ე საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები. ბოკერიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული ყველა სხვა მაღალი თანამდებობის პირით, პირდაპირ ძალადობის პროვოცირებას ახდენდნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდისის ოფისზე თავდასხმას.

"დღეს ვხედავთ იმას, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი "ქართული ოცნებისთვის" და დღეს ეს პროცესი გაგრძელდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ გაღმავდება, მაგრამ რაც დილით ვიხილეთ ანაკლიაში, როდესაც გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გარკვეულ ჯგუფს ადამიანების, რომელთაც პირადი ტრაგედია აქვს, მიუთითეს იმისკენ, თუ რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არსებული ინფორმაციით, ანაკლიაში წინა ხელისუფლების დროს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 32-ე საარჩევნო უბანი დაარბიეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა