17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო

17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო

17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო 17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34.64%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 17.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 39%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში 52.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისთვის დაფიქსირებულია თბილისში და 29.3% შეადგენს.

თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია დიდუბის საარჩევნო ოლქში, რაც 33,2%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა სამგორში, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 27%-ს შეადგენს.

ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა