"იმედის" ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 პროცენტით ლიდერობს

"იმედის" ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 პროცენტით ლიდერობს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.

ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 51,2 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 24,7 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.

თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" _ 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" _ 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

გერმანული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით , თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, 46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც, ეზგიტპოლის თანახმად, 27,2% უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით.

ნახეთ ვიდეო:

-"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 %-ით ლიდერობს

- თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი? - "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა