ცესკო: თბილისში შესაძლოა, მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს

ცესკო: თბილისში შესაძლოა, მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟვანიამ წუხელ, გვიან ღამით ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან არჩევნების პირველადი შედეგები წარმოადგინა.

"ახლა არის დათვლილი 101 უბანი, რაც არის დაახლოებით 13% თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი შედეგი, თუმცა, ამ მონაცემებიდან როგორც ირკვევა, შესაძლებელია თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ჯერჯერობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ამის ალბათობა ამ მონაცემებით ნამდვილად არსებობს",-აღნიშნა ჟვანიამ.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოს კანონმდებლობით აქვს ვადა მაქსიმუმ 24 დღე, რომელიც ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სასამართლო დავის დასრულებასაც, და თუ არ იქნება ასეთი დავები, ცესკო საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადებას უფრო ადრეც შეძლებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია 27,11%-ით, მესამე ადგილს კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 13,3%-ით.

ამომრჩეველთა 5, 24% მხარს უჭერს ირმა ინაშვილს "პატრიოტთა ალიანსიდან".

ასევე იხილეთ: ვინ რომელ ქალაქში ლიდერობს და მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლების შედეგები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა