როგორ გავასუფთაოთ ნიტრატებით "მოწამლული" ხილ-ბოსტნეული - ძალიან საჭირო რჩევები

როგორ გავასუფთაოთ ნიტრატებით "მოწამლული" ხილ-ბოსტნეული - ძალიან საჭირო რჩევები

ზაფხული იდეალური სეზონია ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის. დიასახლისები აქტიურად ამარაგებენ ოჯახებს ნაი-ნაირი ხილ-ბოსტნეულით - ცდილობენ, ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი პროდუქტი მიიღონ და ორგანიზმი ვიტამინებით გაიძლიერონ.

სამწუხაროდ, ყველა ხილი და ბოსტნეული არ არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. კარგად ვიცით, რომ არათუ იმპორტირებული, ადგილობრივი პროდუქციაც პესტიციდებითა და ნიტრატებითაა გაჟღენთილი.

გასწავლით რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეამციროთ ხილ-ბოსტნეულში ამ საშიში ნივთიერებების შემცველობა.

კომბოსტო: ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირებულია გარეთა ფურცლებსა და კომბოსტოს მკვრივ გულში, ამიტომ ეს ნაწილები უნდა მოაჭრათ.

კარტოფილში ქიმიური ნივთიერებები კანქვეშ და ბოლქვის შუაგულში გროვდება. ამიტომ წამოდუღებისთანავე წყალი გამოუცვალეთ. კერძებში კი უმჯობესია წინასწარ წამოდუღებული კარტოფილის ნაჭრები ჩაყაროთ.

კიტრი, ბადრიჯანი, ყაბაყი - კიტრი ღია მწვანე ფერის უნდა იყოს, თუ ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, ეს ნიტრატების მაღალ შემცველობაზე მიანიშნებს. ყაბაყსა და ბადრიჯანს კი კანი მოაცილეთ და ამოაჭერით თესლები - ეს მავნე ნივთიერებების ბუდეა.

მწვანილი, სალათის ფურცლები - ყველაზე ბევრი ქიმიური ნივთიერება მათ ფოთლებში გროვდება. მწვანილი ყველაზე უხვად ითვისებს ნიტრატებს და ამიტომ გამოყენებამდე ერთი საათის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა იდოს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია