ცესკოს პირველი მონაცემები - თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს

ცესკოს პირველი მონაცემები - თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.

101 უბნის პირველადი შედეგები ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარმოადგინა.

მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია 27,11%-ით, მესამე ადგილს კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 13,3%-ით.

ამომრჩეველთა 5, 24% მხარს უჭერს ირმა ინაშვილს "პატრიოტთა ალიანსიდან".

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების პროპორციულ შედეგებს, ცესკოს პირველადი მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით "ქართული ოცნება" 55,45%-ით ლიდერობს. თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე საქართველოს მასშტაბით 468 უბნის შედეგები წარმოადგინა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 20,19%-ით. "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციას" 9,8% აქვს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციას - 2,85%.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა