კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს. ამის შესახებ ნარმანიამ გუშინ, გვიან ღამით, ცესკო-ს მიერ თვითმმართველობის არჩევნების პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
"არავითარი 46%, ჯერ ნახევარიც არ არის დათვლილი. დილით გაკეთდება განცხადება. მეორე ტური არ იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. შტაბში კოალიციის წევრები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.
"იმ მონაცემებით რაც გვაქვს, თითქმის ყველა ქალაქის მერის საკითხი პირველ ტურშია გადაწყვეტილი. მე ვამბობდი კიდევაც, რომ ორ ან სამ ქალაქში შეიძლება ჩატარდეს მეორე ტური, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. დავით ნარმანია ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს. აღარ ვსაუბრობ სხვებზე. ეს აშკარად დიდი გამარჯვება და წარმატებაა. თუ ისე მოხდა და დადგა მაინც მეორე ტური, ამას ჩვენთვის დიდი მინიშვნელობა არ აქვს. ისევ ვამბობ, ნარმანია დღეს გააფორმებს გამარჯვებას თუ ორი კვირის მერე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - დასძინა საგანელიძემ.