ქართველი მილიონერი, რომელიც შვილებს ლუდით ზრდის

ქართველი მილიონერი, რომელიც შვილებს ლუდით ზრდის

შესაძლოა, საქართველოში მას ბევრი არ იცნობს, მაგრამ მისი სახელი საკმაოდ პოპულარულია მეზობელ რუსეთში. ერთ დროს ლუდის მაგნატის, გია გვიჩიას სახელი რუსეთის მილიონერების სიაში დღემდე გვხვდება. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 52 წლის ქართველი ბიზნესმენის ქონება დაახლოებით 65 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სხვათა შორის, ქართულ პროდუქციაზე გადამტერებული რუსეთის მთავარი სანიტარი, ერთ დროს მასაც გადაეკიდა და მის ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ეტყობა, ონიშენკო ყველაფერ ქართულს, ან საქართველოსთან დაკავშირებულს, ორგანულად ვერ "ინელებს"...

1962 წლის 18 ივნისს, ხობის რაიონში, სოფელ ჭალადიდში, გვიჩიების ოჯახში ვაჟი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა გია დაარქვეს. დედა ბავშვობისას ხშირად ეფერებოდა თურმე: დედის იმედი ხარო, მაგრამ ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი "იმედი" მეტად შორს და ფართოდ გაშლიდა ფრთებს. გია გვიჩიამ სკოლა სამტრედიაში დაამთავრა და როგორც იმ დროს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ხშირად ხდებოდა, მშობლებმა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გააგზავნეს. სმოლენსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში გია ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათემატიკა, თვლა და ანგარიში ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და ძალიან ბევრი ფულის თვლა მოუწევდა, თანაც საკუთარი ფულის. ხობელი ბიჭი საბჭოთა არმიაშიც გაიწვიეს. ჯარში ფიქრისთვის და სამომავლო გეგემებისთვის ბევრი დრო ჰქონდა, ამიტომ კარგად აწონ-დაწონა და მიხვდა, რომ ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის დიპლომით ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს მიაღწევდა, რა თქმა უნდა, არც მშობლიურ ხობში დაბრუნების შემთხვევაში ესახებოდა კარგი პერსპექტივა, ამიტომ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა. ამ გადაწყვეტილებამ კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ჯარი რომ მოიარა, გია სანქტ-პეტერბურგის, მაშინდელი ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა და სამეწარმეო საქმეს დაეუფლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როგორც იმ დროს ხშირად ხდებოდა, კურსდამთავრებულები სხვადასხვა წარმოებაში გადაანაწილეს და იღბლად, გია გვიჩია ლუდსახარშ "სტეპან რაზინში" მოხვდა. ჯერ რიგით ეკონომისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ გასაღების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. სწრაფად მიიწევდა კარიერულ კიბეზე და სულ მალე კომერციული დირექტორის თანამდებობა დაიკავა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში, ლუდსახარშის აქციების საკონტროლო პაკეტი საწარმოს თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა. გია გვიჩია, რომელიც ლუდსახარშის გერმანული კომპანიისთვის მიყიდვას აპროტესტებდა, მალე ამავე ლუდსახარშის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. შემდეგ კი თვითონ განაგებდა კომპანიის მართვის სადავეებს და სააქციო საზოგადოება "სტეპან რაზინის" აქციონერთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდე. სხვათა შორის, ეს საწარმო პეტერბურგში ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან არსებობდა და პირველი ლუდსახარში იყო რუსეთში.

2005 წლის მონაცემებით, კომპანიის აქციების 11,5% გია გვიჩიას თავის ცოლზე, ხათუნა გვიჩიაზე ჰქონდა გაფორმებული, თავად კი "სტეპან რაზინში" 39,5%-ს ფლობდა. დანარჩენი 34,11% კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გრიგორი შერბაკოვს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მაშინ გია გვიჩია ირწმუნებოდა, რომ ლუდის წარმოება მისთვის ფულზე უფრო მეტია, თითქმის ღვიძლი და ახლობელი, და რომ ის არასდროს გაყიდის თავის საწარმოს. მაგრამ, ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც გვგონია და საკუთარი სიტყვის გატეხვა დიდი ფულის პატრონებსაც უხდებათ. 2007 წელს მან კომპანიის აქციების თავისი წილიც გაყიდა და მართვის უფლებასაც შეელია. ოფიციალური მიზეზი ასეთია - საწარმოს ბევრი ვალი ჰქონდა, ხოლო იმის გამო, რომ რუსეთში ლუდის წარმოება იმპორტირებული ალაოს გამოყენებით ხდებოდა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ადგილობრივი მეწარმეები კონკურენციას ვეღარ უწევდნენ იმპორტირებულ ლუდს და უცხოელი მწარმოებლებიც დიდი ენთუზიაზმით უტევდნენ რუსეთის ბაზარს. გვიჩიამ თავისი წილი რუსეთში "ჰეინეკენის" ოფიციალურ წარმომადგენლებს მიყიდა. ამბობენ, რომ ამ გარიგებით ქართველმა ბიზნესმენმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ თავად გვიჩია დღემდე არ ახმაურებს იმ კოლოსალურ თანხას. ლუდსახარშის გაყიდვის შემდეგ, გია გვიჩიას საკუთრებაში დარჩა რუსეთში რამდენიმე მინის ქარხანა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია