"ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა" - ბიძინა ივანიშვილი დიდი რაოდენობით დარიგებულ პრემიებზე განცხადებას აკეთებს

"ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა" - ბიძინა ივანიშვილი დიდი რაოდენობით დარიგებულ პრემიებზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დარიგებული მაღალი პრემიები იყო:

- ბატონო ბიძინა, ახლა, როცა პოლიტიკიდან წახვედით, ალბათ, სხვა თვალით უყურებთ მოვლენებს. რას გვეტყვით, თქვენი აზრით, რა არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა?

- მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რაოდენობით დარიგებული პრემიები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა, ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია.

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის დარბაისელის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ რას გვეტყვით?

- ეს არის დიდი შეცდომა, რაც უკვე გითხარით და მიმაჩნია, რომ ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს, - გვითხრა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა