საკრებულოებში "ქართულ ოცნებას" 811 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება

საკრებულოებში "ქართულ ოცნებას" 811 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება

15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში "ქართულ ოცნებას" 811 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული მაჟორიტარების სტატისტიკა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა, კახი კალაძემ წარმოადგინა.

სტატისტისკის მიხედვით, საკრებულოებში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 128 მაჟორიტარი მოხვდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 64 მაჟორიტარს შეიყვანს საკრებულოებში, "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" - 28 -ს, "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე)" - ოთხს, "საქართვლოს პატრიოთთა ალიანსი" - სამს, "ქართული პარტია" - სამს, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა მოძრაობა" - ორს, "ლეიბორისტული პარტია" - ერთს, ქდმ - ერთს.

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა და საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა ამომრჩეველთა 43.31%-მა მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა