ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა - ნარმანია 46.13%, მელია - 27.91%

ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა - ნარმანია 46.13%, მელია - 27.91%

ცესკო-მ თბილისში მერის არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საარჩევნო უბნების შედეგები 100%-ით არის დათვლილი. თბილისში სულ 729 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

შედეგების მიხედვით, მმართველი ძალის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 46.13% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ - 27.91%. არჩევნების მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

თბილისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 37.3%-მა მიიღო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა