"სითი პარკი" გაუქმდება? - ალეკო ელისაშვილის პირველი ხმაურიანი ინიციატივა არჩევნების შემდეგ

"სითი პარკი" გაუქმდება? - ალეკო ელისაშვილის პირველი ხმაურიანი ინიციატივა არჩევნების შემდეგ

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კომპანია "სითი პარკთან" კონტრაქტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას განაცხადა, უნდა მოხდეს გამოძიება სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა, რომელიც კომპანიას ბიუჯეტში უნდა შეეტანა.

"2007 წლის 5 დეკემბრიდან აქვს კონტრაქტი გაფორმებული ქალაქს "სითი პარკთან", ამ ბანდიტურ ორგანიზაციასთან, მძარცველებთან. შვიდი წელია ძარცვავენ მძღოლებს. ვინ არ დაუჭერს მხარს, რომ "სითი პარკთან" კონტრაქტი გაწყდეს, პარკინგი როგორ მოწესრიგდება? რეზინის ხომ არ არის ქალაქი, რომ გაწიო. რაც არ ეტევა, არ ეტევა, რამდენიც არ უნდა ხაზო ტროტუარი. უნდა აეშენებინათ მრავალსართულიანი ავტოსადგომები, მიწისზედა, მიწისქვედა ავტოსადგომები. ერთი მითხარით, რომელიც "სითი პარკმა" ააშენა. "სითი პარკთან" კონტრაქტი უნდა გაწყდეს. უნდა გამოვიძიოთ სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა, რომელიც მათ ბიუჯეტში უნდა შეეტანათ. კონკრეტულ ციფრს გეტყვით, 400 000 მანქანაა თბილისში, 50 ლარს მარტო მოსაკრებელს იხდის ყოველ წელს ყველა მძღოლი, 20 მილიონი მარტო მოსაკრებლიდან არის, პლუს 15 მილიონი ჯარიმებიდან. მხოლოდ 1 200 000 შეაქვთ თბილისის ბიუჯეტში, შვიდი წელია. დანარჩენი, 34 მილიონი სადღაც, ვიღაცეების ჯიბეში მიდის. აი, ის ჯიბეებია შესამოწმებელი. კონტრაქტი უნდა გაწყდეს, უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, პროკურატურამ ეს ფული სად ილექებოდა", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოში პერსონალური ავტომობილი არავის უნდა ჰყავდეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია