საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა. შეხვედრა ავლაბრის სასახლეში ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული ფორმატით გაიმართა.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

გარდა ამისა შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტულ პროექტებზეც ისაუბრეს, პრეზიდენტებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა