ირაკლი შიხიაშვილი 350 პროცენტიან პრემიას იწერს

ირაკლი შიხიაშვილი 350 პროცენტიან პრემიას იწერს

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ივნისის ბოლოს 350 პროცენტიან პრემიას აიღებენ, ხოლო საკრებულოს აპარატს 150 პროცენტიანი პრემია დაურიგდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო კომერსანტი" ავრცელებს. "კომერსანტის" ინფორმაციით, შიხიაშვილის 12 000-ლარიან პრემიას, მისი ყოველთვიური ხელფასი 3 540 ლარიც დაემატება.

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელფასი - 3 540 ლარია. პირველი მოადგილის - 2950 ლარი, დანარჩენი მოადგილეების კი 2850 - ლარი. კომისიის თავმჯდომარეეების ხელფასი კი - 2600 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებს, "კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, მათ საკრებულოს თანამდებობის პირების პრემიები გააპროტესტეს, თუმცა დეპუტატ ნინო თევდორაძემ მათ 150 პროცენტიანი პრემიის სანაცვლოდ ახალ საკრებულოში დარჩენის გარანტია მისცა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა