გრიგორი კარასინი - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას

გრიგორი კარასინი - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდებს იმ კეთილი ტრადიციების აღსადგენად, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის.

"2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთს არ მიუღია, ამიტომ მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რაც ახლა შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ ის კეთილი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის", - განუცხადა გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის".

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეალური ურთიერთქმედების აღსადგენად თავდაპირველად საჭიროა პრაქტიკული საკითხების განხილვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ჰუმანიტარულ სფეროებში.

"ივლისის შუა რიცხვებში მორიგ შეხვედრას გავმართავ პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან და ჩვენი შეხვედრა იმ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას დაეთმობა, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე", - დასძინა გრიგორი კარასინმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა