რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი

რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი

საკრებულომ 300%-იანი პრემიები ზეგანაკვეთური შრომით და ქველმოქმედებით გაამართლა. საკრებულოს თავმდჯომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ პრემიებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოებაში ამ თემით სპეკულირება დაიწყეს. შიხიაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში პრემიები დაუმსახურებლად არ გაცემულა. საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ უწყების თანამშრომლები ხელფასის 100%-იან ოდენობის ქველმოქმებდებაში გადარიცვას აპირებენ.

"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროვებას, მაგრამ სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა. საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიოები იყვნენ თამთა დემურიშვილი და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები", - განაცხადა შიხიაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საკრებულოს ქველმოქმედებაში სურდა მონაწილეობის მიღება, მაშინ ეს ფული შეეძლო პირდაპირ ფონდში გადაერცხა და საშემოსავლოც არ დაიქვითებოდა.

"თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა", -განაცხადა შიხიაშვილმა.

Ambebi.ge-მ საკრებულოს სხდომის ოქმი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიების გაცემის ინიციატორი სწორედ ირაკლი შიხიაშვილია, თუმცა გადაწყვეტილება ბიუროზე ერთსულოვნად იქნა მიღებული. ბიუროს სხდომას სულ 17 თანამდებობის პირი ესწრებოდა.

პრემიების გაცემას ამართლებენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი ქალაქის" თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ბიუროს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს ირაკლი შიხიაშვილი და გიორგი ტყემალაძე აწერს წერია, რომ "გაცემულ იქნას ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და აპარატის მოსამსახურეებზე ივნისის თვეში პრემია თითოეულზე - თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობის ფარგლებში."

Ambebi.ge-მ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც საკრებულოს იმ წევრებისა და თანამშრომლების სიაა, რომლებზეც ივნისში პრემია გაიცა.

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ცხრილი, რომელშიც დეტალურად არის დაწერილი, რომელიც თანამდებობის პირმა რა რაოდენობის პრემია აიღო. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარის ოდენობით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აიღო.

შიხიაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი პრემია - 7080 ლარის ოდენობით მის პირველ მოადგილეზე გიორგი მუსხელიშვილზე გაიცა.

იხილეთ: საკრებულოში გაცემული პრემიების სია: 1 თვის განმავლობაში 30-მა დეპუტატმა ათასობით ლარი აიღო

საკრებულოში პრემიები 2880-დან 800 ლარის ფარგლებშიც არის გაცემული. პრემია სულ 30 დეპუტატზეა გაცემული, დანარჩენები კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. პრემია კი სულ 243 ადამიანზე გაიცა.

პრემიების გაცემა გააპროტესტა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ. როგორც მან განმარტა, პრემია არ მიუღია, რადგან რიგითი დეპუტატია; მან პრემიების ოდენობას მიზანშეუწონელი უწოდა. ზუმბაძის ამ განცხადებას საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე გულიკო ზუმბაძემ პრემიის სახით 49 ათას ლარზე მეტი აიღო.

რაც შეეხება პრემიებს და ხელფასებს, ეს ამ მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის ბოლო ხელფასია, თუმცა მოხმარდება თუ არა ეს ხელფასები ქველმოქმედებას ეს ნებაყოფლობითია.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა