ჯაფარიძე - ნადირაშვილის "მილიონიანი სკანდალის" ყველა დეტალი

ჯაფარიძე - ნადირაშვილის "მილიონიანი სკანდალის" ყველა დეტალი

გავრცელებულ ინფორმაციაზე დეპუტატების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოში საბაჟო ტერმინალზე გაჩერებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კომენტარს აკეთებს.

როგორც შარაშენიძემ განაცხადა, საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მიზეზებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩემი ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული და მიმდინარეობს ძიება. საუბარია დიდი რაოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე, რომლის დეკლარირება მათ არ მოახდინეს. ვითარებას სწავლობენ და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი", - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება ელექტროშოკურ აპარატს, ელჩი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ თანხის თაობაზე აქვს ინფორმაცია.

"კონკრეტულად თანხა არ ვიცით, დაახლოებით მილიონ დოლარზეა საუბარი. ჩვენ მარტო თანხაზე ვიცით და ძიების შემდეგ დაზუსტდება ყველაფერი", - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა