შარაშენიძე - ქართველი დეპუტატები დაახლოებით ოთხსაათიანი შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს

შარაშენიძე - ქართველი დეპუტატები დაახლოებით ოთხსაათიანი შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს

აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - აღნიშნა შარაშენიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა