სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

მას შემდეგ, რაც სიღნაღში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად გალამაზდა, "სიყვარულის ქალაქი" არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის, ადგილობრივი ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველ ადგილად იქცა. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, ქვეყნის ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული სიღნაღის პოპულარიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ფაქტია, რომ მაშინ მცდელობამ აშკარად გაამართლა, რისი უტყუარი მაჩვენებელი ტურისტების საგრძნობი მატება იყო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 თვის განმავლობაში სიღნაღში 1639 სტუმარი ჩავიდა, რაც 600 ვიზიტორით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, bpn-თან საუბრისას სიღნაღის მაცხოვრებლები, მცირე მეწარმეები და სასტუმროს მენეჯერები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ.

მზია ელიზბარაშვილი სიღნაღში თექის ხელნაკეთი ნივთებით დაახლოებით 7 წელია ვაჭრობს. როგორც მან bpn-თან საუბრისას აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით ქალაქს გაცილებით ცოტა მნახველი სტუმრობს:

"შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ცოტა ტურისტი მოდის. უკრაინელების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რაც ალბათ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. აქტიური სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. შარშან ამ პერიოდში ყოველი თვის ბოლოს 300 ლარის ნავაჭრი მაინც მქონდა, ახლა თვის ბოლოს 100 ლარიც არ მრჩება".

სიღნაღელ მეფაეტონეს საკუთარი ბიზნესიდან მოგება თითქმის აღარ რჩება. გიორგი ოტიაშვილს ცხენების შენახვა მიღებულ შემოსავალზე მეტი უჯდება. თუ წინა წლებში ფაეტონი მხოლოდ შაბათ-კვირას გამოჰყავდა ქალაქის ქუჩებში, წელს ყოველ დღე მუშაობს, მაგრამ შემოსავალი ხარჯებს მანც ვერ აჭარბებს.

იხილეთ ვრცლად

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია