ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი

ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი

თანამედროვე ცხოვრების რიტმში აქტიურად ჩართულ დედებს შვილებთან ყველაზე ახლო კონტაქტის საშუალებად შვებულების პერიოდი რჩებათ. ისეც ხდება, რომ მთელი წლის განმავლობაში მუშაობით გადაღლილ დედას ბავშვებთან გატარებულ "დამღლელ" დასვენების დღეებს ამ პერიოდში მათ გარეშე ყოფნა ურჩევნია. ახალგაზრდა ქალებს ისედაც ხშირად საყვედურობენ, ბავშვებს ყურადღებას აკლებენ და ძიძების ანაბარად ჰყავთ მიტოვებულიო. ინტერნეტპორტალი Mshoblebi.ge დაინტერესდა, რამდენად ხშირად ატარებენ ან არ ატარებენ საშვებულებო პერიოდს დედები შვილებთან ერთად და ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე, ატარებთ თუ არა შვებულებას შვილებთან ერთად, გამოკითხული მშობლების 70%-მა დადებითი პასუხი გასცა. 5%-მა უპასუხა, რომ ხან ატარებს ამ დღეებს შვილებთან ერთად, ხან არა. მათზე მეტია იმ დედების რიცხვი, რომლებიც შვილების გარეშე დასვენებას ირჩევენ.  შესაბამისად, კითხვაზე უარყოფითი პასუხი 25%-მა, ანუ ყოველმა მეოთხე მშობელმა დააფიქსირა.

ვნახოთ, ცნობილი ქართველი დედები როგორ ისვენებენ და რა ურჩევნიათ - ბავშვებთან ერთად დასვენება თუ მათ გარეშე.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- საბედნიეროდ, სამივე სამსახური ძალიან მიწყობს ხელს და აგვისტოში სამივეგან მაძლევენ შვებულებას. დასასვენებლი ადგილის შერჩევისას პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, მთა და ჰაერია, ამიტომ ყოველ წელს დამყავს ბავშვი მთაში და მერე - ზღვაზე. ბორჯომში და სურამში დავისვენეთ გასულ წლებში, თუმცა სურამში დასვენება მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება, რადგან საჭმლის კეთება, რეცხვა, ბავშვის დევნა, და საერთოდ ყველაფერი, ჩემი გასაკეთებელი იყო, ამას დაემატა ის, რომ სანდროს დაეწყო ვირუსი. მიუხედავად ასეთი სირთულისა, იმუნიტეტი ისე აუმაღლდა სანდროს, რომ მთელი წელი არ გაციებულა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ასეთ ადგილებში დედაჩემის ან დაქალების გარეშე არ წავიდე.

წელს, ივლისის ბოლოს სანდროს ბებოსთან ერთად ბაკურიანში გავუშვებ 2 კვირით, მერე კი 10 დღით ზღვაზე წავალთ ერთად, ეგვიპტეს ავირჩევთ ან თურქეთს. შარშან ეგვიპტეში ვიყავით, სანდრო ძალიან კარგად გაერთო, მე კი დავისვენე. ერთ-ერთი გამორჩეული ზაფხული იყო ჩვენთვის. სპეციალურად საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა შერჩეული, სადაც აქცენტი მთლიანად ბავშვზე ჰქონდათ გაკეთებული. იყო უამრავი ატრაქციონი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ჯამბაზები, მსახიობები, ცხოველები და ა.შ. უფროსებისთვის კლუბიც კი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრიორიტეტი ბავშვი გახლდათ. 5 წლის განმავლობაში წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბავშვი ჩემს გარეშე, ბებიასთან ერთად წავა დასასვენებლად და გარკვეულწილად ვღელავ, რადგან ამდენხნიანი განშორება ჯერ არ გვქონია. თუმცა ვიცი, რომ სანდო ხელში იქნება და ამ მხირვ სანერვიულო არაფერია, მშვიდად ვიქნები.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია