115 325 ლარი, რესტორანი "წისქვილი" და "ოვალი" - ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები ჭიაბერაშვილის დროს

115 325 ლარი, რესტორანი "წისქვილი" და "ოვალი" - ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები ჭიაბერაშვილის დროს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ხშირად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ განხორციელებული რეფორმები მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი თავად გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა გააკეთა და როგორი იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემისთვის მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2012 წელს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროდან გაიხარჯა 115 325 ლარი.

ხარჯების ნუსხაში წამყვანი ადგილი რესტორნებსა და შარდენის კაფეებს უჭირავს. განსაკუთრებული პოლულარობით 2012 წელს, ჯანდაცვის სამინისტროში რესტორანი "წისქვილი" და რკინის რიგში მდებარე რესტორანი "ოვალი" სარგებლობდა. რესტორან "წისქვილში" ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი მარტო ერთ დღეს, 2012 წლის 24 აპრილს 5-ჯერ ფიქსირდება, თანხამ საერთო ჯამში 5060 ლარი შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში აღნიშნულ რესტორანში 15 437 ლარი  გადაიხადეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა