"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)

"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)

რუსული საიტი  fototelegraf.ru თბილისის თემაზე ფოტოგალერეას აქვეყნებს. თბილისის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს თან ერთვის ავტორის  კომენტარები.

"გასაგებია, რომ გლობალიზაცია და კაპიტალისტური სული ყველაფერს ისაკუთრებს, მაგრამ ძველებური სული კვლავ შემორჩენილია. საკმარისია ორი ნაბიჯით მოშორდეთ ტურისტულ გზებს და თქვენ დაინახავთ ცხოვრებას მოჩვენებითი სიმდიდრისა და სიბრჭყვიალის გარეშე", - წერია საიტზე.

"ასწლოვანი სახლები - ლამაზად განადგურებული სილამაზე. მეზობლად კი ახალი შენობების მშენებლობა...  ათწლეულების წინ აქ იყო ენთუზიაზმი, იწმინდებოდა ქუჩები. მტკვრის გასწვრივ გაჰყავდათ განათების ხაზები. კიდევ მახსოვს დიდი რაოდენობით ყვავილნარები.

ახლა ქალაქში აპათიურობა სუფევს, ისეთი გძნობაა, რომ პატრონი სადღაც შეყოვნდა და ოჯახები მის გარეშე არიან...

რუსთაველის გამზირი მაშინებს - ბინძურიც გახდა და თავხედი ბოშებიც დომინირებენ, ჩამოგეკიდებიან, გაფიცებენ და არ გიშვებენ - "ხურდა მომეცი, ხურდა მომეცი". 5 წლის წინ პოლიციის ეშინოდათ და მიყრუებულ ქუჩებში იმალებოდნენ. როგორც კი ხელისუფლების გავლენა შესუსტდა, ისინი მთავარ ქუჩებს სარეველებივით მოედნენ...

და იქნებ მთელი უბედურება ტურისტებშია. ათწლეულების წინ ტურისტების ასეთი ნაკადი არ იყო, როგორც ახლა. ტურიზმი ხომ ორმაგი ბუნებისაა. ერთის მხრივ, მის ხარჯზე ცხოვრობენ, ბევრისთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა. მეორეს მხრივ, მადა ჭამაში მოდის. ტურიზმი თავად კულტურაზე ახდენს გავლენას - ნაწილობრივ, არა საუკეთესო კუთხით.

საწყენი იქნება, თუკი ქართველების უმცროსი თაობა, რომლებიც კაპიტალიზმის ღირებულებების ექსპანსიის ქვეშ არიან, არ მოინდომებენ დაემსგავსონ მათ ბაბუებს და მამებს სტუმართმოყვარეობასა და გულღიაობაში. დოლარი - სასურველი კუპიურაა, მაგრამ სამწუხაროდ სულს გვართმევს",- წერს ავტორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია