რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის თემით ნარმანიას დედის სკანდალის გადაფარვას ეცადა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ამაზრზენია ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა.

"რაღაც ინტრიგა შემოიტანეს, ახალი ნიუსი დადეს ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ფაქტია მცდელობაა იმისა, რომ როგორმე ნარმანიას დედის საქციელი საარჩევნო უბანზე არ ყოფილიყო დღის მთავარი ნიუსი, როდესაც ამაში დიპლომატებსაც რევთ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მეორე ამორალურია, როდესაც ნარმანიას დედის გადასარჩენად ირმა ნადირაშვილის დედა საავადმყოფოში მოხვდა", - განაცხადა გოგორიშვილმა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა გადაადგილება გააკონტროლოს.

"ეს აბსურდული თემები მოიტანეს. მე იმ პერიოდში ვიმყოფებოდი ბაქოში, ბარამიძეც ბაქოში იყო, მაგრამ ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრებოდა. გუშინ გაფრენის წინ მე და ირაკლი სესიაშვილი ერთად ვიყავით ვიპში", - განაცხადა მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოდან თბილისში გამოგზავრებისას ინციდენტი მოხდა. ისინი მებაჟეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს და გაჩხრიკეს. ეს ფაქტი უკავშირდებოდა ინფორმაციას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ | "ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა