ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში სასამართლოში უჩივლებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ბაქოს აეროპორტის საბაჟოზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ქმედებას უსინდისო საქციელი უწოდა. მისი თქმით, იგი პარასკევსაც ცდილობდა ელჩს და მის სამდივნოს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩმა უნდა გასცეს პასუხი, რატომ მიაყენა მათ ასეთი დარტყმა.

"ეს არის ალბათ ქრესტომათიაში შესატანი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დიპლომატი და გასაგებია, რომ ის ვერ მოდის ტელეფონთან, რომ მე გამცეს პასუხი: რაზე დაყრდნობით მოგვაყენა ამხელა დარტყმა მე და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს? რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩვენ მოგვქონდა ერთი მილიონი დოლარი, მოგვქონდა ელექტროშოკები? ის ალბათ ვალდებულია, დაასახელოს წყარო", - დასძინა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვით იყოს დაკავებული, საბაჟოზე დაკავებული იყვნენ დეზინფორმაციით, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვით.

"ეს იყო უსინდისო და უპასუხისმგებლო საქციელი. არ იფიქროს ჩვენმა ელჩმა, იმის გამო, რომ ორი დღე ტელეფონთან არ მოვა, მე ეს დღე, ეს საქმე დამავიწყდება, ასე ნამდვილად არ იქნება. მე და ზურაბ ჯაფარიძე ვამზადებთ ერთობლივ სარჩელს და ჩვენ მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ", - დასძინა ირმა ნადირაშვილმა.

VIDEO

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა