"შეგიძლია მოიჭრა სასქესო ორგანო... დაუწვე ცნობილ ადამიანს" - როგორ ხდებიან პოპულარულები თბილისში

"შეგიძლია მოიჭრა სასქესო ორგანო... დაუწვე ცნობილ ადამიანს" - როგორ ხდებიან პოპულარულები თბილისში

განო მელითაური, რომელიც "პალიტრის" ეთერში პოპულარულ სატელევიზიო შოუს, "განოს და კოტეს შოუს" წამყვანია, Facebook-ის პირად გვერდზე ქართული საზოგადოების ერთ ნაწილზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს.

ტელეწამყვანი წუხს, თუ როგორ ამაოდ ელიან დედაქალაქის "უსახელო პერსონები" დაფასებას მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი პოპულარობა შეპყრობილი ადამიანებისკენ არის მიმართული. ადამიანებისკენ, რომლებიც, განოს თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცნობილი ადამიანები გახდნენ.

Facebook/განო მელითაური, "განოს და კოტეს შოუ":

"ჩვენ გამუდმებით ვიგონებთ მითებს საკუთარი თავის გარშემო, ვიცვლით ვარცხნილობებს, ვეძებთ ინდივიდუალურ სტილს..

იყიდება ის, ვინც უკეთ შექმნის ილუზიებს...

თბილისში ყველა ყველას განიკითხავს; სულერთია, ცუდია თუ კარგი, მორალური თუ ამორალური... მთვარია, მოიფიქროთ, რითი გამოირჩევით და სწორ დროს სწორ ადგილას დამაინტრიგებელი ფორმით მიაწოდოთ საზოგადოებას.

ძალიან მეცინება, როცა არაფრით გამორჩეულ რიგით უცხოელს ისე ექცევიან და აფასებენ, როგორც ორი წლის ბავშვს, "დედას" რომ იტყვის, და მშობლისთვის გენიოსად ირაცხება... თუმცა იგივე ქალაქში უსახელო პერსონები ამაოდ ელიან დაფასებას...

პოპულარობას წინ არაფერი უდგას... გამოაჩინე მკერდი, სკანდალურად გაშორდი ქმარს და ამაზე თავად ისაუბრე ბევრი. ჩაწერე უგემოვნო სიმღერა, ქუჩაში მოიქეცი არაადეკვატურად, ან მოაწყე საპროტესტო აქცია. ასევე, შეგიძლია მოიჭრა სასქესო ორგანო, შეიცვალო ორიენტაცია, ან დაუწვე რომელიმე ცნობილ ადამიანს.

ისტორიები ისტორიის გარეშე, ისინი ფარვანებივით ღაფავენ სულს და მერე საზოგადოების მკაცრი გახევებული ნაგავი გარეუბნის რომელიმე ნაგავსაყრელზე ამწესებს დასამუშავებლად!", - წერს განო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია