"ცარიელი მაცივრის" პრინციპი საქართველოში - სოციალური სტატუსის შეფასების კრიტერიუმი იცვლება

"ცარიელი მაცივრის" პრინციპი საქართველოში - სოციალური სტატუსის შეფასების კრიტერიუმი იცვლება

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 500 ათასი ოჯახი ცხოვრობს. აქედან ფულად კომპენსაციას მხოლოდ 150 ათასი იღებს, დანარჩენები კი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ. ახლო მომავალში შეიცვლება სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრის წესი. უმწეოთა ბაზაში მოსახვედრად მთავარი კრიტერიუმი არა საყოფაცხოვრებო ნივთები, არამედ ოჯახის შემოსავალი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ფულად შემწეობას 200 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახი მიიღებს.

უმწეოთა პროგრამა 2004 წლიდან დაიწყო. ყველაზე ღარიბებისთვის სახელმწიფომ ფულადი სარგო დააწესა - ოჯახის პირველი წევრისთვის 30 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო წევრისთვის - 12. მოგვიანებით 12-ლარიანი შემწეობა 24 ლარი გახდა. დახმარებამ მოიმატა 2013 წლის 1-ლი ივლისიდან, როცა ოჯახის პირველი წევრისთვის 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი დაწესდა, ხოლო ყოველი მომდევნო წევრისთვის - 24 ლარის ნაცვლად - 48.

მართალია, სოციალური სტატუსის შეფასებისას აღარ ითვალისწინებენ საბჭოთა წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მაგრამ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მეთოდოლოგია მოძველებულია და დიდწილად სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სოციალური აგენტი გადაწყვეტს, რომ თქვენ "მდიდარი" ხართ და შესაბამის გრაფაში ასეც მიუთითებს, სპეციალური პროგრამა თქვენ 57 000 ქულაზე მეტს დაგიანგარიშებთ და შესაბამისად, რაც უნდა ღარიბ-ღატაკი იყოთ, მაინც ფულადი შემწეობის გარეშე დარჩებით.

დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: "შემწეობა ჩვენ გავაორმაგეთ, მაგრამ მოქალაქეების მხრიდან სისტემატურად შემოდის განცხადებები, როცა კონკრეტულ მაგალითს ვსწავლობთ, ვხედავთ, რომ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ შესაბამისი ქულები არ მიანიჭეს და შემწეობაც არ დაენიშნა. ადამიანს შინ თუ ტელევიზორი ან მაცივარი ჰქონდა, სოციალურად დაუცველის სტატუსს არ ანიჭებდნენ. მაგრამ იმას არავინ უყურებდა, რომ შესაძლოა, ის მაცივარი ცარიელი იყო. ამ და ბევრმა სხვა გარემოებამ გვაფიქრებინა, რომ სოციალური სტატუსის შეფასების კრიტერიუმები უსამართლო იყო და შემწეობის გარეშე ტოვებდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მართლაც საჭიროებს დახმარებას. "იუნისეფმა" ჩაატარა კვლევა, რომელიც...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია