გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"

გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"

გაზეთი "ქრონიკა" სვეტიცხოვლის დამოუკიდებელ გიდთან, ციცინო ზივზივაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ისტორიის მეცნიერ-მუშაკი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს.

"ვარ გაფორმებული, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და გიდის თანხა მეძლევა ხელზე. თანხა, ცხადია, მოჭრილი არ არის და გააჩნია, რა თანხაზე შევთანხმდები ტურისტებთან, ყველაზე მაქსიმალური თანხაა ოცი ლარი, მაგრამ მისაუბრია ათ ლარადაც, ხუთ ლარადაც, ხომ გეუბნებით, გააჩნია... რუსულადაც შემიძლია საუბარი და ინლისურადაც და, მოკლედ, მე და ტურისტი ვთანხმდებით. ჩემი თანხა ეკლესიას არანაირად არ ეხება. ჩემი უბედურება დაიწყო, როცა ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს მამა სერაფიმე. ესაა 2010 წელი, როცა ჩემთან მოვიდა ორი ბერი და გადმომცა, მამა სერაფიმე გიბარებსო. მცხეთაში ანტონ კათალიკოსის სასახლეა და იქ ბრძანდებოდა სერაფიმე და, რომ მივედი, პირდაპირ მითხრა, თქვენ დღეიდან აღარ იქნებით გიდიო. ვუპასუხე, რომ სხვა წინამძღვრებიც იყვნენ სვეტიცხოველში, მანამდე არავისთვის შემიშლია ხელი და ჩემთვის არავის დაუშლია გიდობა. და უცებ მესმის: თქვენ სად მიგაქვთ ფული? - ეს მითხრა მამა სერაფიმემ. ვაიმე, დავიბენი, სად უნდა წამეღო...

პრინციპში, როგორც მივხვდი, მან თანხის გადასახდელად მიმიწვია, მაგრამ მეც ისე დავუდექი. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ესაა, ხუთ სულს ვარჩენ ჩემი კაპიკებით და რა მექნა? მაგდებთ ტაძრიდან-მეთქი? - ვკითხე და არა, გაგდებით არა, ილოცე, თუ გინდა, მაგრამ თქვენ გიდი არ იქნებითო. მერე, ეს ქალბატონი გაიყვანეთ გარეთო, - ბერებს უთხრა. მოკლედ, კონკრეტულ თანხაზე ვეღარ შევთანხმდით, თუმცა, მერე ძალიან ვინანე ჩემი უარი. ამის შემდეგ ხდება მეტი საშინელება: როცა ვატარებდი საუბარს, მოვიდოდა ან მედავითნე, ან სტიქაროსანი და დამარბევდნენ!

დარბევაში ის იგულისხმებოდა, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, კლიენტს, ეტყოდნენ, რომ ეს არ არის გიდი, ეს თაღლითია, ეს რას მოგიყვებათ, არ ვიცი, პასუხს ტაძარი არ აგებსო და ამ სიტყვების შემდეგ ტურისტი გარბოდა, მე კი ვრჩებოდი ცოცხალ-მკვდარი. ეს მიმდინარეობდა ოთხი წლის მანძილზე. ყოფილა შემთხვევა, ბერებს გამოვუთრევივარ ეკლესიიდან. როგორც კი დამარბევდნენ, მაშინვე ვიძახებდი პოლიციას და ასი ამოძახება მაინც მაქვს, მაგრამ რად გინდა? პოლიცია რომ მოდიოდა დაკითხვაზე, სამღვდელოება დუმდა, პოლიციასთან ურთიერთობა ჩვენ არ გვეხებაო", - ყვება გამოცემასთან ციცინო ზივზივაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია