გუშინ საღამოს, წყნეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14 ტყვია ესროლეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს , 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში წყნეთიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა. მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.