გოგოს გამო ნასროლი 14 ტყვია - რატომ გაიმეტა მეგობარმა 24 წლის ბიჭი სასიკვდილოდ

გოგოს გამო ნასროლი 14 ტყვია - რატომ გაიმეტა მეგობარმა 24 წლის ბიჭი სასიკვდილოდ

გუშინ ღამით წყნეთში 24 წლის ნ.ნ. დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14 ტყვია ესროლეს. ახალგაზრდის ჯანმრთელობის  მდგომარეობა უმძიმესია.

Ambebi.ge - ს ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია. იგი ნ.ნ-ს ბავშვობის მეგობარია. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს პოლიცია უკვე ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე ამ ეტაპზე, არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ გამოძიებაა დაწყებული.

ერთ-ერთი ვერსიით, 24 წლის ნ.ნ. - სა და მისი ბავშვობის მეგობარს შორის შელაპარაკება გოგოს გამო მოხდა. ასევე, ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მეგობარმა მეგობარს სიტყვიერი ჩხუბის შემდეგ დაუმიზნა.

Ambebi.ge  რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც დაუკავშირდა სადაც დაჭრილი მოათავსეს.

საავადმყოფოში განგვიმარტეს, რომ 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში წყნეთიდან სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურად მძიმეა. ექიმები ვერაფერს ამბობენ დაჭრილის სამომავლო მდგომარეობაზე.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ