"ქართულმა ოცნებამ" "დუგლაძეების ღვინის კომპანიას" და "ჯეოსპორტპრომს" შემოწირული თანხები უკან დაუბრუნა

 "ქართულმა ოცნებამ" "დუგლაძეების ღვინის კომპანიას" და "ჯეოსპორტპრომს" შემოწირული თანხები უკან დაუბრუნა

კოალიცია "ქართული ოცნება" სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიას" და "ჯეოსპორტპრომს" შემოწირული თანხები უკან დაუბრუნა. კოალიციის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ფული მას შემდეგ დააბრუნა, რაც აუდიტის სამსახურმა აცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით კანონი დაირღვა.

"მიმდინარე წლის 20 ივნისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ანგარიშზე შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" და "ჯეოსპირტპრომმა" განახორციელა შემოწირულობა, თოთოეულმა 20 000-20 000 ლარის ოდენობით. 20 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეორე "ბ" პუნქტით დადგენილი ნორმა დაირღვა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ორივე კომპანიას, იმავე დღეს უკან დაუბრუნდა მათი მხრიდან შემოწირული 20 000-20 000 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი საგადასახადო დავალება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ანგარიში ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შემოწირულობა", - აცხადებენ კოალიციაში.

"ქართული ოცნების" განცხადებით, საარჩევნი სუბიექტი არ არის ვალდებული გააკონტროლოს, თუ ვისი მხრიდან ხორციელდება შემოწირულობა. როგორც კოალიციაში განმარტავენ, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ახორციელებს.

პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია "ქართულ ოცნებას" უკანონო შემოწირულების მიღებაში ედავება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მაისის ბოლოს ორმა იურიდიულმა კომპანია: "ჯეოსპირტპრომმა" და შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" 20-20 ათასი ლარის შემოწირულება, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის დარღვევით გადახორციელა.

აზნაურაშვილის განმარტებით, ორივე კომპანიების დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან, რითაც აღნიშნული კანონი დაირღვა. პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თქმით, კანონის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" უკანონო შემოწირულების სახით მიღებული 40 ათასი ლარი კომპანიებს უკან უნდა დაუბრუნოს, რის შესახებაც კოალიცია უკვე ინფორმირებულია.

აზნაურაშვილის ინფორმაციით, თანხის დაბრუნების ვადა 27 ივნისს იწურება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა