"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება

"გაკულაკებული" პრეზიდენტი - ანუ 19 სასაცილო უფლება, რომელიც მარგველაშვილს დარჩება

რებლოგი, სურამელას ბლოგი, Kvirispalitra.ge

ბოლო დღეებია, საინფორმაციო გამოშვებებში ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია იმას ეთმობა ხოლმე, თუ კიდევ რის უფლება ჩამოერთვა პრეზიდენტს. ფაქტობრივად, მარგველაშვილის გაკულაკება ხდება, ოღონდ მატერიალური ქონების ნაცვლად უფლებებს ართმევენ. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს, მადარდებს ჩემი პრეზიდენტის ბედი და გადავწყვიტე ჩამომეწერა, თუ რის უფლება შეიძლება დარჩეს გიორგი მარგველაშვილს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ:

1. ერთი წლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს ექნება ნებისმიერი სერიალის ყურების უფლება, თუმცა ბოლო სერიას ნახავს ირაკლი ღარიბაშვილი.

2. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ 1 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ დროს შეეძლება, დაესწროს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თამაშს, ხოლო თუ თამაში ისე წავიდა, რომ გუნდი იგებს, პრეზიდენტს ჩაანაცვლებს პრემიერი.

3. შეეძლება წაიკითხოს ჟიულ ვერნის "80 000" კმ. წყალქვეშ, თუმცა მხოლოდ 79 000 კილომეტრი, უკანასკნელ ათასს პრემიერი გაეცნობა.

4. სრულად უყუროს მხატვრულ ფილმს "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", რადგან აქ არაფერია ისეთი, რაც მის კომპეტენციებს სცილდება, მათ შორის არც ვეფხვიას და ლელას შეხვედრა.

5. კონსტიტუციონალისტები დავობენ, უნდა ქონდეს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის ყურების უფლება, თუმცა პრემიერმა თქვა: პირდაპირი რეპორტაჟი მეტისმეტია და მეორე დღეს უყუროს, არაა პრობლემაო.

6. "ფეისბუქზე" რაგინდარა სტატუსის მოწონება, ხოლო გაზიარება მხოლოდ პრემიერს ხელეწიფება.

7. შეეძლება გერმანიის ან იტალიის პრეზიდენტებს ეთამაშოს "აიდუსტობანა", ხოლო "თექვსმეტობანა" მხოლოდ ამ ქვეყნების პრემიერებს შეუძლიათ.

8. ჯოკრის თამაშის დროს "ნიჟეს" გაკეთების უფლება, ხოლო თუ გადაჯოკვრა იქნება საჭირო, პრემიერს უნდა მიმართოს თხოვნით.

9. საკუთარ სახლში, ნებისმიერ ოთახში გასვლის უფლება.

10. სადღეგრძელოს თქმის უფლება, ოღონდ თუ მასთან ალავერდს გადავა ირაკლი ღარიბაშვილი.

11. საკუთარ დაბადების დღეზე დასწრების უფლება, თუმცა საჩუქრებს პრემიერი გახსნის, მაგრამ რადგან იუბილეა, მარგველაშვილს ექნება საშუალება ღარიბაშვილთან ერთად შეუბეროს სული და ჩააქროს ტორტზე ანთებული სანთლები

12. ანეკდოტებზე დაუკითხავად გაცინების უფლება

13. ტოტალიზატორში "ლაბავოი" ერთიანის, ორიანი ან იქსის დაწერის უფლება, ხოლო "აძინ/იქსი", "იქს/დვა" ან "აძინ/დვა" მხოლოდ პრემიერს შეეძლება

14. პრეზიდენტს ექნება ნებისმიერი გაზეთის ბოლოდან წაკითხვის უფლება იმ გვერდებამდე სანამ დაიწყება, პოლიტიკური სტატიები

15. მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" რამდენიც გაუხარდება, იმდენი კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება, ხოლო თუ კარგად იტყვის რამეს, პირველივე სხდომაზე პრემიერი მოახდენს ციტირებას და შეაქებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა