"ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს

"ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული ღვინის "ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "იბერიას" თანამშრომლები, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ ფალისიფიცირებული ღვინის, ძვირადღირებული "ქინძმარაულის" დამზადებას და შემდგომში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე მის რეალიზებას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელოვნური ჩარევის შედეგად შეცვლილი ჰქონდა ბუნებრივი თვისობრიობა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ