3,6 მილიონი დეპუტატებისა და მინისტრების მივლინებებისთვის - ახალი ხელისუფლების გაუხმაურებელი ხარჯები

3,6 მილიონი დეპუტატებისა და მინისტრების მივლინებებისთვის - ახალი ხელისუფლების გაუხმაურებელი ხარჯები

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2013 წელს დეპუტატებისა და 13 სამინისტროს თანამდებობის პირთა მივლინებებზე ბიუჯეტიდან სულ 3,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუ ამას დანარჩენ სამინისტროებსა და ამ სამინისტროებში მომუშავე სხვა პირების სამივლინებო თანხებსაც დავუმატებთ, გამორიცხული არ არის, რომ საჯარო მოხელეების ვიზიტებზე დახარჯული თანხის მოცულობამ 5 მლნ-საც გადააჭარბოს.

"იმის გამო, რომ ზოგიერთმა სამინისტრომ დეტალური მონაცემი არ მოგვაწოდა, ზუსტი ციფრი, თუ რამდენი ლარი დაიხარჯა შარშან მივლინებებზე, მაინც არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, გაიზარდა თუ შემცირდა სამივლინებო ხარჯები წინა წელთან შედარებით, ზუსტად ამის თქმაც შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის 5 თვის განმავლობაში (1-ლი აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე) მივლინებებზე დახარჯული თანხის მოცულობას, შეიძლება ითქვას, რომ ხარჯი არ შემცირებულა, როგორც მინიმუმ იგივე დარჩა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" IDFI-ის პროექტის ანალიტიკოსმა გოგა თუშარაშვილმა.

ჩინოვნიკების პრემიებისა და სახელფასო დანამატების შემდეგ საზოგადოებაში აქტუალური ამ თანამდებობის პირების მიერ მივლინებებში დახარჯული თანხის მოცულობაც გახდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის იანვარში ყველა სამინისტროს მიმართა, რათა მათ მაღალი თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმემ, მათ შორის შსს-მ, აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა, ნაწილმა კი IDFI-ის არასრული პასუხი მიაწოდა.

სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის განმავლობაში 13-მა სამინისტრომ თანამდებობის პირთა მივლინებებში სულ 2 642 816 ლარი დახარჯა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხელეების ვიზიტებისთვის ყველაზე მეტი თანხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აითვისა – სულ 780 000 ლარი. შემდეგია თავდაცვის სამინისტრო. ალასანიას უწყებაში მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირების მივლინებებზე სულ 375 500 ლარი დაიხარჯა. მესამე პოზიციაზე მყოფი ეკონომიკის სამინისტროს მივლინებები ბიუჯეტს 345 000 ლარი დაუჯდა. იუსტიციის სამინისტრომ 310 000 ლარი დახარჯა, ფინანსთა სამინისტრომ -145 000 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობის პირთა ვიზიტები 140 000 ლარი დაჯდა.

2013 წლის განმავლობაში კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ 183 316.62 ლარი დაიხარჯა. მივლინებებისთვის 85 000 ლარი გამოიყენეს შერიგების სამინისტროს თანამდებობის პირებმა, 70 000 ლარი ენერგეტიკის მინისტრისა თუ სხვა მოხელეთა ვიზიტებზე დაიხარჯა, 50 000 ლარი სასჯელაღსრულების სამინისტრომ აითვისა.

ყველაზე მოკრძალებული გარემოს დაცვის, დევნილთა და განსახლების და ჯანდაცვის სამინისტრო აღმოჩნდა. როგორც IDFI-ში ამბობენ, გარემოს დაცვამ მივლინებებში – 36 000, ჯანდაცვამ და დევნილთა სამინისტროებმა კი - 45-45 ათასი ლარი დახარჯეს.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა