"მივუტრიალდი მიშველაძეს და ვუთხარი, ნაძირალა ხარ-მეთქი" - გივი VS რეზო მიშველაძე, რა მოხდა მწერალთა კავშირი

"მივუტრიალდი მიშველაძეს და ვუთხარი, ნაძირალა ხარ-მეთქი" - გივი VS რეზო მიშველაძე, რა მოხდა მწერალთა კავშირი

"გივი სიხარულიძე შემთხვევითი კაცია, განდიდებიის მანიით შეპყრობილი და ყველაფერ ამას დამატებული, საშინლად უზრდელი... გამოვიდა მწერალთა კავშირში და თქვა, რეზო მიშველაძემ დაიმონა საქართველოს მწერალთა კავშირი, დააბეჩავა, ყველა მას ემორჩილება და მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად ნაძირალა არისო... მე მას გავუღიმე და ტაში დავუკარი, არადა ეკუთვნოდა, რომ იქვე ცხვირი ამომენაყა, ამ მართლა ნაძირალასთვის"... ამბობს - რეზო მიშველაძე...

ცნობილი გახდა რომ მათ მწერალთა კავშირში მათ კონფლიქტი ჰქოდათ და მწვავედ დაპირისპირებულ მწერლებს თავად გავესაუბრეთ...

გივი სიხარულიძე:

- აშკარაა, რომ მასხრად იგდებენ მწერლებს. მკვდრებად თვლიან, ამასხარავებენ და ამიტომაც ჩაატარეს ძველებური, კომუნისტური არჩევნები. მე მივმართე მწერლებს, ხომ ხედავთ, როგორ ხართ აგდებული, მკვდრებად გთვლიან-მეთქი. ცხვრებად გვთვლიან და ვიდრე ასე ცხვრებად ვიქნებით, არაფერი არ შეიცვლება-მეთქი. შემდეგ მივუტრიალდი რეზო მიშველაძეს და ვუთხარი, შენ ნაძირალა ხარ-მეთქი... ეგ იყო და ეგ. მეორე დღესვე დავწერე განცხადება, რომ კავშირში, სადაც რეზო მიშველაძე და ეგეთები არიან, მე არ მინდა ყოფნა-მეთქი და წამოვედი.

- მაინცდამაინც რეზო მიშველაძეს რას ერჩოდით?

- იმიტომ რომ ეგ არის ყველაფრის თავი და თავი! მთელ კომედიებს ეგ დგამს!... რაღა დროს მწერალთა კავშირია?! მოძველებულია ეს ყველაფერი. კავშირი კი არა, ეს არის რაღაც ჩახავსებული იდიოტიზმი. მწერალთა კავშირმა დიდი ხანია დაკარგა თავის ფუნქცია და წყალწაღებულია დღეს. ჩემს თვალში ნულია, მიუხედავად იმისა, რომ კავშირში ზოგიერთი ძალიან კარგი და ღირსეული პიროვნებაა...

რეზო მიშველაძე:

- გივი სიხარულიძე გახლავთ თვითმარქვია მწერალი. ლიტერატურასთან მას არავითარი საერთო არ აქვს. ორი წელი დამსდევდა, ჩემს ნოველებზე წინასიტყვაობა დამიწერეო. ძალიან სუსტი ნოველები იყო, იმიტომ რომ გივი სიხარულიძე არის განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი კაცი, რომელსაც ხელი მოეცარა ცეკვაში, შემდეგ მსახიობობაში და შემდეგ დაიწყო მწერლობა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა