კიკეთში მეგობრის მიერ ჩაცხრილული ბიჭი ლევან ვასაძემ გადაარჩინა

კიკეთში მეგობრის მიერ ჩაცხრილული ბიჭი ლევან ვასაძემ გადაარჩინა

24 წლის ნიკა ნ. გვიან ღამით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ურთულეს მდგომარეობაში მიიყვანეს, - ის სისხლისაგან იცლებოდა. საავადმყოფოს მედპერსონალი, მცდელობის მიუხედავად, დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს - დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარება სტაბილურად მძიმეა. ექიმები ვერ წყვეტენ, ჩაატარონ თუ არა ურთულესი ოპერაცია, შესაძლოა მან ეს ვერ გადაიტანოს. თუმცა, თუკი ოპერაცია ჩატარდა, პაციენტს რეზუსდადებითი პირველი ჯგუფის სისხლი დასჭირდება, რასც ოჯახის ნაცნობ-მეგობრები გაიღებენ.

როგორც დაჭრილის ახლობლები ამბობენ, ნ. ნ ახლო მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას კიკეთში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებმა იქეიფეს...

ლ.დ; დაჭრილის ახლობელი:

- ბიჭები შაბათ-კვირას კიკეთში საქეიფოდ ავიდნენ. ყველა ბავშვობის მეგობარი იყო. ამიტომ ასეთი რამე თუ მოხდებოდა, ვინმე ვინმეს ესროდა, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა...

- კონკრეტულად რა მოხდა? ამბობენ, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდაო...

- ეგ ვერსია სწორი არ არის, ნიკას ცოლი ჰყავს. უბრალოდ, ბიჭები წალაპარაკდნენ და ეგ იყო.

- რაზე წალაპარაკდნენ?

- ჩვეულებრივი კამათი იყო, ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბიჭებში, გასაკვირი რა არის?

- გასაკვირი ის არის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ნიკას ბავშვობის მეგობარმა ამოიღო და სროლა დაიწყო. ამბობენ რომ, ნიკას არა 14, როგორც პირველად ითქვა, არამედ 25 ტყვია ესროლეს...

- ჰო, ისროდა, რაც მოხვდებოდა, მოხვდებოდა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ