უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა

უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა

გიგი უგუგლავამ სასამართლოდან მისი შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა. როგორც უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე მის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. მისი თქმით, სიტუაცია უკვე სრულიად კომიკურია და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას.

"სასამართლო მთავრობის გააფთრებულ ზეწოლას განიცდის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი.

ხელისუფლება პანიკაშია და ისიც კი ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მე, გიგი უგულავა ერთი კვირით შევალ თუ არა ოფისში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა არჩეული პირი გათავისუფლდეს მთავრობის აღვირახსნილი მცდელობისგან პროკურატურის საშუალებით, გზიდან ჩამოიცილონ არასასურველი ოპონენტები.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის არ დასწრება, სახელმწიფოს უსუსურობა და ინსტიტუტების აბუჩად აგდება ნამდვილად რთულად საყურებელია ჩვენთვის, ვინც წლების განმავლობაში, ამ სახელმწიფოს ძლიერებისა და ფუნდამენტის ჩაყრისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თბილისელები არჩევნების მეორე ტურში თავად აირჩევენ თბილისის მერს და საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, უკანონოდ ვეღარავინ შეაჩერებს არჩეულ პირთა უფლებამოსილებას. "ჩემმა შუამდგომლობამ უკვე გამოიღო შედეგი - თვეზე მეტია პროკურატურა გარბის პროცესიდან, რომ არ დადგეს ყველასთვის გასაგები შედეგი!

ამით სამთავრობო ზეწოლისგან და პირდაპირი აბუჩად აგდებისგან ვათავისუფლებ სასამართლოსაც და იმედი მაქვს, მომავალში, თუ საქმე სხვა არჩეულ პირებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მყარი ფუნდამენტი იქნება სასამართლოს არაორაზროვანი და სამართლიანი პოზიციისა", -განაცხადა უგულავამ.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწვეტილების გამოცხადება გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, მას მოსამართლე მაია შოშიაშვილის თანაშემწემ დაურეკა და აცნობა, რომ მოსამართლე უგულავას მხარის შუამდგომლობაზე სათათბირო ვადას ახანგრძლივებს და დღეის ნაცვლად გადაწყვეტილებას ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა