მარიამ საჯაიას ამერიკული პაემნები და ადამიანი, ვისაც ყველაზე დიდ დროს უთმობს - "გაჩნდა წინაღობა, რომ რამე დიდი სიგიჟე არ გავაკეთო..."

მარიამ საჯაიას ამერიკული პაემნები და ადამიანი, ვისაც ყველაზე დიდ დროს უთმობს - "გაჩნდა წინაღობა, რომ რამე დიდი სიგიჟე არ გავაკეთო..."

"ქართული პოლიტიკისთვის ზედმეტად ლამაზი" მარიამ საჯაია - ასე მოიხსენია ნანუკა ჟორჟოლიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია, რომელმაც ვაშინგტონში სწავლა დაასრულა და სამშობლოში ახლახანს დაბრუნდა.  საჯაია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია.

ახალგაზრდა პარლამენტარმა შოუში სტუმრობისას აღნიშნა, რომ პირველი კურსის სწავლის ფული თავად დაფარა, თუმცა მეორე კურსის ღირებულების გადახდის საშუალება არ ჰქონდა. მისი თქმით, სწავლის გასაგრძელებლად მან სტიპენდია მოიპოვა.

"იმ პერიოდში ვიყავი სრულიად ასოციალური, ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვმეცადინეობდი, და ასე მოვიპოვე მეორე სემესტრის დაფინანსება...", - იხსენებს  მარიამ საჯაია ამერიკული სტუდენტობის რთულ პერიოდს.

ამავე შოუში მარიამ საჯაიამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.

ნანუკა: დადიხარ პაემანზე?

მარიამი: არა, არ დავდივარ

ნანუკა: ამერიკაშიც არ გქონია პაემანი?

მარიამი: კი, მქონდა

ნანუკა: გექნებოდა, როგორ არა... აქ? საქართველოში გყავს ვინმე შეყვარებული?

მარიამი: არა, აქ ძალიან ცოტა დრო მაქვს...

ნანუკა: აუცილებელია ამერიკაში იყო, რომ პაემნებზე იარო?

მარიამი: აქ ჩემი შვილი მყავს და მასზე მეტად ვერავინ დაიმსახურებს ჩემს თავისუფალ დროს... ცოტა თავისუფალი ტიპი ვარ, ექსტრემალური ამბებიც მიყვარს და ჩემთვის გაჩნდა გარკვეული ბარიერი, გაჩნდა რაღაც წინაღობა, რომ რამე დიდი სიგიჟე არ გავაკეთო და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შემაკავებელი ფაქტორი. მთავარი ფიქრი, როდესაც რამე გადაწყვეტილებას ვიღებ, არის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩემს შვილზე.

მარიამ საჯაიმ ნანუკა ჟორჟოლიანს ყოფილ ქორწინებაზეც ესაუბრა. მარიამი 16 წლის იყო, როდესაც გათხოვდა, თუმცა ამჟამად ქორწინებაში აღარ იმყოფება.

ნანუკა: გაქვს თუ არა მეუღლესთან ამჟამად რაიმე ურთიერთობა?

მარიამი: კი, ბავშვს ნახულობს რეგულარულად. ბავშვს ძალიან უყვარს მამა...

აქვე ავღნიშნავთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მარიამ საჯაიამ ბავშვის აღზრდის ქართული მეთოდები გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, მოზარდს სტერეოტიპების მსხვერპლად აქცევს.

დაგაინტერესებთ: მარიამ საჯაია შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მაგალითებს ყვება

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია