მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები კიდევ ორ - #31 და #39 უბანზე გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტინების ხელახალი გადათვლის შემდეგ მიიღო.
როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, სულ 10 საარჩენო უბნის ბიულეტინები გადაითვალეს და დარღვევის აღმოჩენის შემდეგ, მხოლოდ ორ უბანზე, გამგებლის არჩევნების შედეგები გაბათილდა.
ბიულეტინების ხელახალი გადათვლა წუხელ გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მარნეულის მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, ბოლნისის სასამართლოში სარჩელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,თავისუფალი ზონის," ,,მომავლის არჩევანისა" და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის" წარმომადგენლებმა გასულ კვირას შეიტანეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხმების ხელახალი გადათვლა 10 საარჩევნო უბანზე მოხდა, აქედან ექვს უბანზე მხოლოდ გამგებლის საარჩევნო ბიულეტინები გადაითვალა.
წინასწარი ინფორმაციით, #31 და #39 უბნების შედეგების გაუქმება მარნეულში გამგებლის არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს.