ირაკლი ალასანია - ვაანალიზებთ, რამდენად არის საერთაშორისო ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს

ირაკლი ალასანია - ვაანალიზებთ, რამდენად არის საერთაშორისო ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს

ჩვენ ვაანალიზებთ, რამდენად არის საერთაშორისო ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს თავისი მიზნების მიღწევის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიზანია, რომ უახლოს საზღვარგარეთში აღადგინოს თავისი გავლენის სფეროები.

"დღევანდელი და ხვალინდელი განხილვები უნდა იყოს ბიძგის მიმცემი და ანალიტიკური მიმართულება უნდა მიიღოს იმ იდეების თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი უსაფრთხოება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აწყდება მილიტარისტულ და ავანტიურისტულ რუსულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევავსოთ ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის. ჩვენ უნდა შევავსოთ ის გარღვევა, რომელიც არსებობს გამოწვევებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას იმ მოვლენებზე, რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ, ჩვენ ვაანალიზებთ რამდენად არის ეს ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს, უფრო შორს, თავისი მიზნების მიღწევის გზაზე, რომელიც უეჭველია, რომ უახლოეს საზღვარგარეთში თავის გავლენის სფეროების აღდგენას ეხება", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ჩატარების ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის პირდაპირი აგრესია.

"ამან არ შეაჩერა ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმება, იმაში დარწმუნება, რომ დემოკრატია არის ის სისტემა, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ აირჩია. ბოლო პერიოდში სამი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რამაც დაამტკიცა, რომ საქართველოს საზოგადოება დემოკრატიულია თავისი ბუნებით. პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემა. დემოკრატიის მისწრაფება ასევე განსაზღვრულია ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობა, რაც ჩვენ არმიას უფრო თავსებადს ხდის ნატო-ს ძალებთან. ცენტრალური აფრიკიის მისიაში მონაწილეობა იმას ამტკიცებს, რომ საქართველო ძალიან მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ალასანიამ.

მანვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე ისაუბრა.

"ვერ ავუვლი ხაზს ამის ხაზგასმას. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს. პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან", - აღნიშნა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა