რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა

რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები "ტვიტერზე" ეხმაურებიან. "დღეს დიდი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დღეს ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მოგესალმებით პოლონეთიდან", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის.

"მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნიკალური გზაა მოდერნიზაციისთვის", - აღნიშნავს შტეფან ფულე.

ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ისტორიულს უწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.

"საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმება ისტორიულია. ეს არის იმ გზის შედეგი, რომელიც 20 წელზე მეტის წინ დაიწყო", - წერს ჟოზე მანუელ ბაროზუ "ტვიტერზე".

"მივესალმები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ისტორიულ დღეს", - დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა