ესტონეთის პრეზიდენტი - იყავით მტკიცე და გააგრძელეთ სვლა წინ

ესტონეთის პრეზიდენტი - იყავით მტკიცე და გააგრძელეთ სვლა წინ

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ გზას, რომელსაც ადგახართ, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანთ, - ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა განუცხადა.

როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, თომას ჰენდრიკ ილვესმა ქართველ ხალხს დღევანდელი დღე მიულოცა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

"დღეს კარგი დღეა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერება, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეს პირველი ნაბიჯია და წინ რთული გზაა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ გზას მიიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. იყავით მტკიცე და გააგრძელეთ სვლა წინ", - აღნიშნა თომას ჰენდრიკ ილვესიმ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა