კარლ ბილდტი - დიდხანს ვმუშაობდით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით

კარლ ბილდტი - დიდხანს ვმუშაობდით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით

ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განუცხადა.

როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ბილდტმა აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კიდევ უფრო განუმტკიცებს ადგილს ევროპულ სტრუქტურებში.

"დღეს უდიდესი დღეა საქართველოსა და ევროკავშირისთვის. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებები ელის რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას და ისინი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, იმ სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო აწარმოებს და რომელიც საქართველოს კიდევ უფრო განუმტკიცებს ადგილს ევროკავშირის სტრუქტურებში. შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა ამ პროცესის ხელშელწყობას", - განაცხადა კარლ ბილდტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა