უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს

უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას პარლამენტის თავმჯდომარე ისტორიულ მოვლენად აფასებს. პარლამენტის სხდომა დავით უსუფაშვილმა დღეს დღევანდელი დღის შეფასებით გახსნა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოზე, რაც ამ მიმართულებით პარლამენტმა უნდა გასწიოს.

"საქართველოს ამ ისტორიულ დღეს, ისტორიულ საათებში და ისტორიულ წამებში, როცა ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, საქართველოს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ემზადებიან ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის. ჩვენ ამ დოკუმენტზე, ამ მოვლენაზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, მათ შორის პარლამენტის კედლებში, რადგან დღეიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, დოკუმენტი უკვე პარალმენტს გადმოეცემა. საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ასე რომ ჩვენ პარლამენტს გვეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ხელშეკრულების გაფორმების პროცესში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი შემდგომი იმპლემენტაციის პროცესი. მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე იმისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს კანონმდებლობაში. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური შრომა მოუწევს არა მხოლოდ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით, განაცხადა, ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივლისის თვეში პარლამნეტის რიგგარეშე სხდომების ინფორმაციით სხვა საპარლამენტო საკითხების განხილვასთან ერთად მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.

"ჩვენ ყველანი ერთად კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გავაანალიზებთ ყველა იმ პროცესს და პროცედურას, რაც უნდა მოჰყვეს დოკუმენტის ხელმოწერას და საქართველოს მიერთებას ევროკავშირთან – ჯერჯერობით ასოცირების რეჟიმში, მერე ვნახოთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა