გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განუცხადა. მარგველაშვილი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთოების კონფერენციას ესწრება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს.

"ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს. ასოცირების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ უკვე გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს კიდევ უფრო გავაღრმავეთ და ვიმუშავებთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული მომენტია. საქართველო ხდება უფრო დაახლოებული ევროპულ ოჯახთან. ეს გამოიხატება ჩართულობით ეკონომიკების დაახლოების თვალსაზრისით, ჩვენ აგრეთვე ჩავერთვებით ევროული უსაფრთხოების სისტემაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დღეს ბრიუსელში გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ. დოკუმენტზე ხელმოწერა დატოვეს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველმა პირებმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა